Accessibility links

ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი წარმომადგენელი


თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლები, გრიგოლ გარაყანიძე და უმცროსი სერჟანტი, გაბრიელ გვარჯალაძე. მათი დაღუპვის გამო თავდაცვის სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ავტომანქანა „ŠKODA“ თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ ტრაილერს შეეჯახა. დაშავდა თავდაცვის სამინისტროს ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG