Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" აუცილებლად გაფართოვდება


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია. ზუგდიდი, 2018 წლის 27 ივნისი
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია. ზუგდიდი, 2018 წლის 27 ივნისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ზუგდიდში შეხვდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და მთავრობის სახელით დაპირდა სრულ თანადგომას.

მამუკა ბახტაძემ დღეს ზუგდიდში გააკეთა კიდევ ერთი კომენტარი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიაში შეყვანილ 33-ივე ადამიანს ბრალად ედება უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოქალაქეთა წიანაღმდეგ. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით და „ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება."

„სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე. არა მარტო უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG