Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი კონგრესმენები მხარს უჭერენ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას


დავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს მოუწოდა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ. „წერილი, რომელსაც ხელს აწერს 30 კონგრესმენი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, აქტიურად განიხილოს ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩენილია, როგორც აშშ-ის მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. მინისტრის თქმით, შეთანხმების გაფორმება ორივე ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებლის გარდა, მნიშვნელოვან პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. „წერილი კიდევ ერთხელ არის დასტური იმისა, რომ საქართველოს აქვს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა “ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG