Accessibility links

საქართველოს ოკუპაცია: აშშ-ის კონგრესში სანქციების დაწესებას მოითხოვენ


საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს 26 ივნისს წარედგინა, ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია -ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას“.

კონგრესი მოითხოვს, რომ სანქციების დაუწესდეს ყველა იმ პირს, ვინცუშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. ლაპარაკია აშშ-ში შესვლის აკრძალვასა და ფინანასური აქტივების დაყადაღებაზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით,ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებული პირების თაობაზედეტალური ანგარიში წარმოადგინოს კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფისთანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი)წარადგინეს.საგარეო უწყების შეფასებით, ორპარტიული რეზოლუცია „საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.“

შემდეგ ეტაპზე, საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა უნდა განიხილოს და მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიანკენჭს. აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტისმიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში, პროექტი კანონად იქცევა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG