Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მყოფი ასობით მოქალაქე ამ დრომდე გზას ვერ აგრძელებს. საზღვარი თურქეთის მხარეს მას შემდეგ დაიხურა, რაც ავტომაგისტრალზე, გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა, რა დროსაც დაშავდა თურქეთის ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას, რადგან საქართველოში დააბრუნეს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში მყოფი, თურქეთში მიმავალი მგზავრებიც. ასევე დროებით შეჩერებულია კვარიათი-სარფის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები თურქეთის მხარისგან ელოდებიან ინფორმაციას, რის შემდეგაც მუშაობა განახლდება.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის თანახმადაც მოძრაობა აღდგება სავალი გზის გაწმენდის შემდეგ “უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თურქეთის თხოვნით, ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილებით, საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე („სარფის“ მონაკვეთზე) დროებით შეიზღუდა როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ქვეითთა გადაადგილება. დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილის გაწმენდის შემდეგ, მოძრაობა აღდგება და სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება,” – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG