Accessibility links

ხუთშაბათს ცნობილი გახდება, როდის და სად გაიმართება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა დაადასტურა, რომ 28 ივნისს გაკეთდება განცხადება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის გეგმის დეტალებზე. ბოლტონმა 27 ივნისს მოსკოვში პუტინთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონში ხვალ ერთდროულად გამოაცხადებენ სამიტის თარიღსა და ადგილმდებარეობას. ბოლტონის განმარტებით, ტრამპი წამოჭრის მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. რუსეთი უარყოფს ასეთ ბრალდებას. ბოლტონი, მისივე თქმით, არ გამორიცხავს, რომ სამიტს კონკრეტული შედეგები მოჰყვება. მანამდე კრემლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამიტს - პრეზიდენტის რანგში ტრამპის პირველ შეხვედრას პუტინთან - უმასპინძლებს მესამე ქვეყანა, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისათვის. ამავე წყაროს თანახმად, მზადებისათვის საჭიროა კიდევ რამდენიმე კვირა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG