Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: მიგრაციის თემა შესაძლოა, ევროკავშირისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერალური კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, მიგრაციის პრობლემის გადასაწყვეტად გერმანიამ და მთლიანად ევროკავშირმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. 28 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას მერკელმა განაცხადა, რომ ევროპის წინაშე ბევრი გამოწვევაა, თუმცა, ევროკავშირისთვის შესაძლოა, საბედისწერო გახდეს სწორედ მიგრაციის თემა და დაუშვებელია, რომ ამ საკითხში უთანხმოებამ გამოიწვიოს ევროკავშირის დანგრევა. ფედერალურმა კანცლერმა აღნიშნა, რომ არალეგალური მიგრაციის შემცირება ევროკავშირის ყველა ქვეყანას სურს და უნდა შემუშავდეს ერთიანი პოლიტიკა. მერკელის თქმით, თუ ერთსულოვანი გადაწყვეტილება ვერ მოიძებნება, ერთმანეთთან უნდა შეთანხმდნენ ევროკავშირის ის სახელმწიფოები, რომლებიც საერთო მიდგომას გაიზიარებენ. პარლამენტში გამოსვლისას ანგელა მერკელმა დაიცვა 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილება გერმანიაში მილიონობით ლტოლვილის მიღების შესახებ, თუმცა, განაცხადა, რომ დადგა მკაცრი კონტროლის აღდგენის დრო. 28 ივნისს, ბრიუსელში იხსნება ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემაა მიგრანტების პრობლემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG