Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგა გრიგოლიას მუქარაში ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი დევნა შეუწყდა


ინგა გრიგოლია
ინგა გრიგოლია

საქართველოს მთავარი პროკურატურა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერ აუკრძალავს ტელეფონის გამოყენებას პირს, ვინც ჟურნალისტის მიმართ მუქარის გამო პატიმრობაში იმყოფებოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილია, მას იძულებით ფსიქიატრიული მკურნალობა აქვს დანიშნული:

,,სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ეს ადამიანი დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის“, - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში. უწყების განმარტებით, საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნისას, მას კანონით ეკრძალებოდა მიმოწერა და ტელეფონზე წვდომაც შეზღუდული ჰქონდა, თუმცა დღეს, როცა მას აღარ აქვს ბრალდებულის სტატუსი, მის მიმართ ვერ გავრცელდება საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ 79-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ინგა გრიგოლიას ადვოკატების განცხადებას „ბრალდების მხარის გულგრილობის“ თაობაზე პროკურატურა „არაკომპეტენტურობად და კანონის არცოდნად“ აფასებს.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია Facebook-ზე, საკუთარ გვერდზე წერდა, რომ მამაკაცი, რომელიც მასზე მუქარის გამო დააკავეს, კვლავ ურეკავს და მას ამ დრომდე არ აქვს შეზღუდული პროკურატურის მხრიდან ზარების განხორციელება. ჟურნალისტი ამბობს, რომ ეს შეგნებულად ხდება მასზე ზეწოლის მიზნით და დაკავებულის მიერ განხორციელებულ ზარს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ გადაცემას უკავშირებს, სადაც სტუმრად ქალაქის პროკურორი ჰყავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG