Accessibility links

გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, აჰმეტ ჩატაევი საქართველოში ტერაქტების მოწყობაზე ლაპარაკობს


„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსმა“ გაავრცელა " target="_blank">აუდიოჩანაწერის ფრაგმენტი, რომელიც, ამ მედიასაშუალების მტკიცებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეცოპერაციისას მოკლული აჰმედ ჩატაევის ხმოვანი გზავნილს წარმოადგენს. ადრესატი, სავარუდოდ, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი, აბუ ჯიჰადი, იგივე ისლამ ატაბიევია. „პალიტრანიუსის“ ცნობით ჩანაწერი 2017 წლის ზამთარშია გაკეთებული და მასში ლაპარაკია თურქეთში დასაგეგმ ტერაქტებზე. ჩანაწერში საქართველოზეცაა ლაპარაკი. „მე ძმაო საქართველოშიც გავაკეთებ იგივეს, აქვეა, ახლოს“, - ისმის ჩანაწერში, სავარაუდოდ ჩატაევის ხმა. აჰმედ ჩატაევი თბილისში, გასული წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ამოღებული ახმედ ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობებიდან მოპოვებულია აუდიოჩანაწერები. ჩანაწერების მიხედვით, ახმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG