Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ გმობს კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებას


მოლდავეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყნის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული მერის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ „გაუმჭვირვალეა“ და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სასამართლოს „უჩვეულო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ახშობს მოლდაველი ხალხის საარჩევნო ნებას და აზიანებს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემას მოლდავეთში“.3 ივნისის არჩევნებში გაიმარჯვა პროდასავლურად განწყობილმა ანდრეი ნასტასემ. მან ხმების 52,5 პროცენტი მიიღო და დაამარცხა მთავარი ოპონენტი, სოციალისტი იონ ჩებანი, რომელიც რუსეთთან უფრო ახლო ურთიერთობის მომხრეა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ორივე კანდიდატმა გამოიყენა სოციალური მედია ამომრჩევლებზე გავლენის მოსახდენად არჩევნების დღეს და ამიტომ არჩევნების შედეგები გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG