Accessibility links

რუსეთში სულ უფრო ნაკლები ადამიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა „სწორი მიმართულებით“ მიდის


რუსეთის დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტების 42%-ი ფიქრობს, რომ „ქვეყანა არ მიდის სწორი გზით“. 22-26 ივნისს ჩატარებული კვლევისას გამოკითხეს 1600 ადამიანი რუსეთის 136 დასახლებულ პუნქტში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 10%-ით შემცირდა და 46%-ს შეადგენს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ „საქმე კარგად მიდის“. მაისში ეს მაჩვენებელი 56%-ს შეადგენდა. ასევე შემცირებულია რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმირ პუტინის მოღვაწეობის მხარდაჭერა: გამოკითხულთა 24%-ი მას უპირობოდ უჭერს მხარს (აპრილში იყო 33%-ი) , 41%-ი უფრო უჭერს, ვიდრე არა (აპრილში 46%-ი), ხოლო 21%-ი უფრო არ უჭერს, ვიდრე კი (აპრილში 13%). 10%-ს ერთმნიშვნელოვნად არ მოსწონს ვლადიმირ პუტინის საქმიანობა. ივნისში ერთბაშად რამდენიმე სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა პუტინის რეიტინგის მკვეთრი კლება. მაგალითად, ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ გამოკითხვის შედეგებით, მარტო ერთ კვირაში - 10-დან 17 ივნისამდე - პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა 62%-დან 54%-მდე, რაც პუტინის მხარდაჭერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2013 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG