Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს


თამარ მეარაყიშვილი
თამარ მეარაყიშვილი

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი აპირებს 2 ივლისიდან დაიწყოს ერთკვირიანი შიმშილობა საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.

ოკუპირებული რეგიონის პროკურატურის მიერ თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულია რამდენიმე საქმე. სამოქალაქო აქტივისტს ბრალად სდებენ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებას, ყალბი დოკუმენტის გამოყენებას და ცილისწამებას პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ.

თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია, ყველა საქმე გაყალბებულია და უკვე 11 თვეა კოშმარი გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, დე ფაქტო პროკურატურა არ ჩქარობს სასამართლოში საქმის გაგზავნას, და გაგზავნის შემთხვევაშიც პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ მორალური ზეწოლა და ყველა ფინანსური რესურსი ამოუწურონ. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, მისი უფლებები ყოველდღე ირღვევა, ამიტომ მხარდაჭერისთვის მიმართავს საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG