Accessibility links

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის


საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის წარსადგენად მხარი დაუჭირა კანონპროექტს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეკონომიკაში არსებობდეს გამოუყენებელი აქტივები და შესაძლებლობები, ამიტომ ინიციატივა მიზნად ისახავს 2011-2012 წლებში დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დავალიანების გამო შეეჩერებინათ კომერციული საქმიანობა. ბახტაძის შეფასებით, დავალიანების ჩამოწერა ამ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას დაუბრუნდნენ აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობას და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები. ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაახლოებით 30 ათას კომპანიას საერთო ჯამში ჩამოეწერება დაახლოებით 550 მილიონი ლარის დავალიანება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG