Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მიგრაციის სააგენტომ მხარი არ დაუჭირა დონალდ ტრამპის კანდიდატს


კენ ისააკსი
კენ ისააკსი

გაეროს მიგრაციის სააგენტომ მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ამ საერთაშორისო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე, რომელიც 1951 წლიდან უცველად ეკავათ ამერიკელებს. დიპლომატებმა, რომლებიც 29 ივნისს გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდნენ, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ კენს ისააკსი, ჰუმანიტარული ქრისტიანული ორგანიზაცია „სამარიტელის ჩანთის“ ( Samaritan's Purse) აღმასრულებელი დირექტორი, გამოეთიშა კონკურსს, რომელშიც ამჟამად პორტუგალიელი ანტონიო ვიტორინო და კოსტა-რიკელი ლაურა ტომპსონი ლიდერობენ. ისააკსის კანდიდატურის ჩავარდნა განაპირობა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამასწინანდელმა გადაწყვეტილებებმა, მათ შორის, ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებისათვის სამოგზაურო ვიზების გაცემის აკრძალვამ და მიგრანტების ოჯახების გაყოფამ. იუწყებიან, რომ ისააკის მიმართ არსებობს ბრალდებები ასევე მისი ანტიმუსლიმანური გამონათქვამების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG