Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა თალიბანთან ხანმოკლე ზავის შეწყვეტა გამოაცხადა


ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის თანახმად, ოფიციალურად დასრულდა მთავრობის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტა და მოუწოდა თალიბებს, ჩაერთონ სამშვიდობო მოლაპარაკებაში. ღანიმ ამის შესახებ გამოაცხადა 30 ივნისს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე. მანამდე ღანიმ ბრძანება გასცა ხანმოკლე ზავის შესახებ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით. „ცეცხლის შეწყვეტა დასრულდა და თავდაცვითი ძალებს ნება დაერთოთ განაახლონ სამხედრო ოპერაციები, თქვა ღანიმ. მან დასძინა, რომ ახლა თალიბანის გადასაწყვეტია, გაააგრძელებს ხოცვას თუ შეუერთდება სამშვიდობო პროცესს. ზავის პერიოდში, 15-17 ივლისს, გავრცელდა ფოტო და ვიდეო ჩანაწერები, რომლებზეც გამოსახულია, როგორ ულოცავენ და ეხვევიან ერთმანეთს სხვადასხვა პროვინციებში თალიბები და მთავრობის ჯარისკაცები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG