Accessibility links

ხორავას ქუჩის საქმე: მ.კ-ს სამართლებრივი დევნის საკითხის განხილვა გადაიდო


ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 2 ივლისისთვის გადადო იმ რეკომენდაციების განხილვა, რომელთა მიხედვითაც უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს წინააღმდეგ, დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობის მუხლით და ასევე, უნდა დაიწყოს გამოძიება არასრულწლოვან გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე, რაც ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

საგამოძიებო კომისიის წევრებს შორის არ შეიმჩნევა წინააღმდეგობა გ.მ.-სთან დაკავშირებული რეკომენდაციის გარშემო. თუმცა წინააღმდეგობა ნათელია მ.კ.-ის სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხზე. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ასეთი ნაბიჯის გადადგმას ამ ეტაპზე ნაადრევად მიიჩნევენ და ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება ის, რომ ჯერჯერობით კომისიას არ დაუბარებია დაკითხვაზე ეს კონკრეტული პირები. თუმცა „ევროპული საქართველოს“ პოზიციით, საქმის მასალებში ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ პროცესის გაჭიანურება გაუმართლებელია.

„თქვენ, ყველამ ოთხშაბათს ნახეთ რეკომენდაციები, რომლებიც ჩემ მიერ იქნა გამოგზავნილი. ჩვენ ასევე დღეს წარმოვადგინეთ განახლებული, მეტი არგუმენტით გამდიდრებული ვერსია. ჩემი წინადადებაა, რომ რეკომენდაციების განხილვა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გავაგრძელოთ ორშაბათს. დროც მეტი გექნებათ, რომ გაეცნოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილ დამატებით არგუმენტებს“, - განაცხადა 30 ივნისს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ. მისი წინადადება გაიზიარა კომისიის მთელმა შემადგენლობამ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG