Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესტონეთში აშშ-ის ელჩი ევროკავშირის შესახებ ტრამპისეული შეფასების მიმართ კრიტიკით გამოვიდა და გადადგა


ესტონეთში აშშ-ის ელჩმა თავისი გადადგომა გამოაცხადა და მძაფრი კრიტიკა გამოთქვა ევროკავშირისა და ნატოს გარშემო აშშ-ის პროეზიდენტის, დონალდ ტრამპისეული შეფასების მიმართ. ელჩმა ჯეიმს მელვილმა, რომელიც ესტონეთში აშშ-ის წარმომადგენლად მსახურობდა 2015 წლის შემდეგ, ამის შესახებ ფეისბუკში გაავრცელა პირადი პოსტი, რომელზეც გამოცემა „ფორინ პოლისი“ იტყობინებოდა 29 ივნისს, რომ იხილა ეს ცნობა. ესტონეთის ახალი ამბების გამოცემა „ეესტი ეკსპრესმა“ 30 ივნისს გამოაქვეყნა პოსტის ფოტო. მელვილი წერს, რომ მას დაგეგმილი ჰქონდა გადადგომა საგარეო სამსახურში 30 წლიანი მუშაობის შემდეგ, მაგრამ ტრამპისეულმა საჯარო კომენტარებმა ევროკავშირის შესახებ და ნატოს მიმართ მისმა კრიტიკამ, ნაწილობრივ ხელი შეუწყო მის გადაწყვეტილებას. „პრეზიდენტის ნათქვამი, რომ ევროკავშირი შეიქმნა აშშ-ისგან ხეირის ნახვის მიზნით და ჩვენს ყულაბაზე იერიშის მისატანად, და რომ ნატო „ჩრდილოეთ ამერიკის სავაჭრო ხელშეკრულება-ნაფტაზე“ უარესია, არა მხოლოდ არსებითად არის მცდარი, არამედ ადასტურებს, რომ დროა წავიდე“, წერს მელვილი. ელჩი დასძენს, რომ მან ტალინში სრული ვადით იმსახურა და „აპირებს პენსიაში გასვლას, როცა მემკვიდრეს დანიშნავენ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG