Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: საუდის არაბეთის მეფე დამთანხმდა ნავთობის წარმოების გაზრდაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა ცნობა, რომ საუდის არაბეთის მეფე სალმანი ნავთობის წარმოებას გაზრდას აპირებს ირანსა და ვენესუელაში არეულობის საპასუხოდ. საუდის არაბეთმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის ხელისუფალთ შორის შედგა საუბარი ნავთობის მსოფლიო ბაზრის გარშემო, მაგრამ არ უხსენებია რიადის თანხმობა ნავთობის წარმოების გაზრდის შესახებ. 30 ივნისის საუბარი გაიმართა მას მერე, რაც ნავთობის ფასი გაიზარდა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოკავშირეებზე ზეწოლის შემდეგ, არ შეესყიდათ ნავთობი ირანისგან. ტვიტერით გავრცელებულ ცნობაში, ტრამპი წერს, რომ საუდის არაბეთის მეფე დათანხმდა წარმოების გაზრდაზე, მაგრამ არ მიუთითებია დრო დღიურად შესაძლებელი, ორი მილიონი ბარელით გაზრდის შესახებ. „ახლა ველაპარაკე საუდის არაბეთის მეფეს, სალმანს, და ავუხსენი, რომ ირანსა და ვენესუელში არეულობის და დისფუნქციის გამო ვთხოვ საუდის არაბეთს, გაზარდოს წარმოება, შეიძლება ორი მილიონ ბარელამდე, რათა დანაკლისი გამოსწორდეს“, წერს ტრამპი და დასძენს: „ფასები ძალიან მაღალია! დამთანხმდა!“. საუდის არაბეთის სახელმწიფო სააგენტოს თანახმად, სატალეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა გამოთქვა ზომების მიღების საჭიროება, რათა ნავთობის ბაზრებზე და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მხრივ სტაბილურობა შენარჩუნდეს. ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრები ივნისში შეთანხმდნენ რუსეთთან, ყაზახეთთან და ნავთობის მწარმოებელ სხვა ქვეყნებთან, რომ წარმოება მილიონ ბარელზე გააჩერონ ივლისის დასაწყისიდან. ოპეკის ბუნდოვანი განცხადება გაკეთდა ამ ორგანიზაციის წევრი, ორი ძველი მეტოქის, ირანის და საუდის არაბეთის დაპირისპირების ფონზე. თეირანი მსოფლიოში ნავთობის წარმოების გაზრდის წინააღმდეგია. ვაშინგტონი და პეკინი აფრთხილებენ ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებს, აწარმოონ მეტი ნავთობი, რათა ხელი შეუშალონ დეფიციტის შექმნას, რაც გამოიწვევდა ეკონომიკური ზრდისთვის ხელის შეშლას მთელ მსოფლიოში. მაგრამ ირანი, ერაყი და ვენესუელა აცხადებენ, რომ მათ არ შეუძლიათ წარმოების სწრაფად გაზრდა და, რომ მათი წილი არასამართლიანად აღმოჩნდებოდა სხვა მწარმოებლების ხელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG