Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მე-12 კლასის მოსწავლე დააკავეს


საოკუპაციო ხაზი კონფლიქტის ზომანაში
საოკუპაციო ხაზი კონფლიქტის ზომანაში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მე-12 კლასის მოსწავლე ტატო ხარაზიშვილი დააკავეს. გარკვეული დროის განმავლობაში ეს ინფორმაცია არ დასტურდებოდა, რადგან ადგილზე სხვა თვითმხილველები არ იმყოფებოდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ რადიო თავისუფლებას ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა მარიამ გულისაშვილმა დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხარაზიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადალახვის ბრალდებით დააკავეს. გულისაშვილის ინფორმაციით, ხარაზიშვილის ოჯახის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ნათესავებს უკვე დაუკავშირდნენ. გაირკვა, რომ ახალგაზრდა სოფლის განაპირას საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც დააკავეს. ხარაზიშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი გათავისუფლების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG