Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ რუსეთის და სერბიის ფედერაციები დააჯარიმა რასისტული პლაკატების გამო


სერბი გულშემატკივრები მოსკოვში, 17 ივნისს.
სერბი გულშემატკივრები მოსკოვში, 17 ივნისს.

რუსეთის და სერბიის საფეხბურთო ფედერაციებს ფიფამ ჯარიმები დაუწესა მათი გულშემატკივრების მიერ რასისტული პლაკატების გამოფენის გამო მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე. ფიფას თანახმად, ურუგვაის ნაკრებთან რუსეთის გუნდის მატჩზე, რომელიც სამხრეთამერიკელებმა მოიგეს ანგარიშით, 3:0, სამარის სტადიონზე გამოფინეს ნეონაცისტური პლაკატი. რუსეთის საფეხბურთო ფედერაციას ჯარიმის სახით ათი ათასი დოლარის გადახდა დაეკისრა. ფიფას 30 ივნისის განცხადებაში ნათქვამია, რომ პლაკატზე გამოსახული იყო რიცხვი 88, რაც ნაცისტური მისალმების „ჰაილ ჰიტლერის“ საკოდო აღნიშვნას წარმოადგენს. სერბიის საფეხბურთო ნაკრები ფიფამ დააჯარიმა ოცი ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმით, რადგან მისმა გულშემატკივრებმა, ბრაზილიის გუნდთან ორი ბურთის სხვაობით მარცხის შემდეგ გამოფინეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნაციონალისტური ორგანიზაციის მიმართ პატივისცემის გამომხატველი პლაკატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG