Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მედია: სასმელი წყლის ნაკლებობას დემონსტრაცია მოჰყვა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში


საპროტესტო გამოსვლა ირანის ქალაქ ხორამშაჰრში
საპროტესტო გამოსვლა ირანის ქალაქ ხორამშაჰრში

ირანის სამხრეთ-დასავლეთში სასმელი წყლის ნაკლებობის გამო გამართული საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზარდა. შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, იტყობინება ადგილობრივი მედია. „ირნას“ სააგენტოს თანახმად, 30 ივნისს დემონსტრანტები შეიკრიბნენ ქალაქ ხორამშაჰრში და ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო ლოზუნგებს გაიძახოდნენ. ცნობით, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, როცა დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. არეულობა ნაწილობრივ ღამითაც გაგრძელდა. სოციალურმა მედიამ გაავრცელა ხორამშაჰრში გამართული დემონსტრაციების ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის სროლის ხმა. ვიდეოკადრების ავთენტურება არ დადასტურებულა. გამოსვლები იყო ქალაქ აბადანშიც. არ გავრცელებულა ინფორმაცია მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ. საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა მდინარეებში წყლის დონის დაწევას და მიწისქვეშა წყლების შემცირებას, რაც გამოიწვია გვალვამ და, კრიტიკულად განწყობილი პირების თქმით, ხელისუფლების მხრიდან მართვის უუნარობამ. ხორამშაჰრში გამოსვლები მოჰყვა თეირანში 24 ივნისს გამართულ დემონსტრაციას, რომლის მონაწილეები ქვეყნის ეკონომიკის მძიმე მდგომარების გამო გამოთქვადნენ პროტესტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG