Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია მიმინოშვილი: ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გარკვეული სახის კონდიცირება


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრო მუშაობს საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის დაყენებაზე:

"22 საგამოცდო ცენტრი გვაქვს და მე ძალიან მიხარია პრემიერის ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სასწრაფო რეჟიმში უნდა აღიჭურვოს ყველა საგამოცდო ცენტრი გარკვეული სახის გაგრილების სისტემით მაინც და ეს ძალიან ინტენსიურად ხორციელდება. განათლების სამინისტრო ცდილობს და ამას აკეთებს ყველა საგამოცდო ცენტრში."

ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ასევე გამოაქვეყნა გამოცდების ახალი განრიგი, რაზეც მაია მიმინოშვილმა ფეისბუკის ჩართვაში ისაუბრა.

ის აბიტურიენტები, რომლებსაც 2 ივლისს, 14:00 საათზე ჰქონდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ამავე გამოცდას 4 ივლისს, დილის 8:00 საათზე ჩააბარებენ.

3 ივლისს 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტებს გამოცდაზე გასვლა 5 ივლისს, დილის 8:00 საათზე მოუწევთ.

ორივე შემთხვევაში დილის 8:00 საათზე იწყება გამოცდებზე რეგისტრაცია, ხოლო გამოცდა - 9:00 საათზე.

ზოგადი უნარების გამოცდამ, რომელიც 5 ივლისს 08:00-ზე იყო დაგეგმილი, 7 ივლისის დილის 8 საათზე გადაინაცვლა, ხოლო 5 ივლისს, 14:00-ზე დაგეგმილი გამოცდა ასევე 7 ივლისს, 14:00-ზე ჩატარდება.

6 ივლისს დაგეგმილი ყველა გამოცდა უცვლელად ჩატარდება.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განრიგის შეცვლა მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო გადაწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG