Accessibility links

რუსეთში საპენსიო ასაკის ზრდის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები გაიმართა


რუსეთის არაერთ ქალოაქში ასეულობით ადამიანი აჰყვა პროფკავშირების, სხვადსხვა პარტიების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწოდებას და მოაწყო საპროტესტო დემონსტრაცია მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, გაიზარდოს საპენსიო ასაკი. პირველ ივლისს 500-მდე ადამიანი შეიკრიბა ქალაქ ბირობიჯანში, ებრაელთა ავტონომიური ოლქის დედაქალქში, ლენინის სახელობის მოედანზე. მათ მხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით, „მშიერი პენსიონერი სახელმწიფოს სირცხვილია“, "მოკვდი პენსიაში გასვლამდე“. დემონსტრანტები მოითხოვდნენ მთავრობისგან, უარი თქვას გეგმაზე, შეწყვიტოს საწვავის ფასის ზრდა და არ გაზარდოს დამატებული ღირებულების გადასახადი. საპროტესტო გამოსვლები მოეწყო ვლადივოსტოკში, ხაბაროვსკში, ამურის კომსომოლოსკში, ასევე ციმბირში, ომსკსა და ორენბურგში. გამოსვლები დაგეგმილი იყო რუსეთის არაერთ სხვა ქალაქში. 16 ივნისს რუსეთის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომლის თანახმად, 2028 წლისთვის კაცების საპენსიო ასაკი 60-დან გაიზრდება 65 წლამდე და 2034 წლიდან ქალებისა 55-დან 63 წლამდე. ცვლილება ეტაპობრივად განხორციელდება და დაიწყება 2019 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG