Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არმიამ ამოუცნობი საფრენი აპარატები ჩამოაგდო სირიაში თავისი საჰაერო ბაზის ახლოს


რუსეთის არმიის თანახმად, მან ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდო თავისი სამხედრო-საჰაერო ბაზის, ჰმეიმის მახლობლად, სირიის დასავლეთში. პირველ ივლისს რუსეთის სააგენტოების მიერ გავრცელდა ცნობა სამხედრო ბაზის წარმომადგენლის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ ანტისაზენიტო იარაღის მიერ განადგურებული იქნა ყველა აპარატი. ამავე ინფორმაციით, არავინ დაშავებულა და ბაზა არ დაზარალებულა 30 ივნისის ინციდენტის დროს. უპილოტო აპარატებით ეს თავდასხმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე არ იყო პირველი. მსგავსი შემთხვევები მოხდა მაისში და იანვარში. ჰმეიმის ბაზა სირიაში რუსეთის სამხედრო ქმედებების მთავარი კვანძია. რუსეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას ახორციელებს 2015 წლის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG