Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიასთან საფეხბურთო მატჩის მოლოდინში მექსიკელები კენჭს უყრიან ქვეყნის მმართველებს


ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ამომრჩეველთან შეხვედრის დროს
ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი ამომრჩეველთან შეხვედრის დროს

მექსიკელები პირველ ივლისს ირჩევენ პოლიტიკოსთა ფართო სპექტრს, სხვათა შორის მომავალ პრეზიდენტსაც. არჩევნებში გამარჯვებულებს ძლიერი კონკურენტი ეყოლებათ ფეხბურთის სახით. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მერვედფინალურ მატჩში, 2 ივლისს მექსიკის ნაკრები ბრაზილიელებს ეთამაშება და თამაში სწორედ მაშინ დაიწყება, როცა არჩევნებში გამარჯვებულები გამოცხადდებიან. პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრის მემარცხენე ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, რომელიც ლიდერობს წინასაარჩევნო გამოკითხვების შედეგად. „სოციალური განწყობა“ ძალიან კარგია ახლა, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის წარმატების გამო“, უთხრა „ფრანს პრესს“ მონტერეის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა, აულერიო კოლადო ტორესმა. კოლადო ფიქრობს, რომ "ნაკრების წარმატების გამო ოპტიმიზმი შეიძლება გარდაიქმნას ლოპეს ობრადორისთვის ფართო მხარდაჭერაში. ობრადორი პოპულარულია ღარიბ ფენებსა და მუშებს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG