Accessibility links

ჭვრინისელ მოზარდს ხვალ გაათავისუფლებენ 


საოკუპაციო ძალების საგუშაგო ერგნეთში

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ მეთორმეტეკლასელ ტატო ხარაზიშვილს დე ფაქტო ხელისუფლება ხვალ გაათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ჭვრინისის თემში, მარიამ გულისაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ხარაზიშვილს ნათესავები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰყავს, რომლებმაც ოჯახს აცნობეს, რომ მოზარდს 2 ივლისს გაათავისუფლებენ. ცხინვალში ტატო ხარაზიშვილს მამიდა აქცევს ყურადღებას. ტატო ხარაზიშვილი 30 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის საქონელს აძოვებდა და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდება წაუყენეს. დაკავებული ამჟამად ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მის გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც. უკვე ცნობილია, რომ 2 ივლისს ცხინვალში სასამართლო პროცესი გაიმართება და მოზარდს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG