Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი იწყებს მომავალი მთავრობის სტრუქტურის განხილვას


საქართველოს პარლამენტი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის შესაცვლელად მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს. ბიუროს სხდომა 15 საათზე, თბილისში გაიმართება.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თანახმად, სამთავრობო სტრუქტურაში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კულტურის და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროც. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის კომპონენტი შსს-ს, რეპატრიაციის საკითხები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. შედეგად ჩამოყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს განაცხადა, რომ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად შემცირდება სამთავრობო ხარჯები და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG