Accessibility links

ბელგიაში შეიპყრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი


ბელგიის პოლიციამ შეიპყრო ცოლ-ქმარი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან დევნილობაში მყოფი ირანული ოპოზიციური ჯგუფის მიერ გასულ უქმეზე საფრანგეთში ორგანიზებული ღონისძიების, აფეთქების განზრახვაში. ეჭვმიტანილები შეიპყრეს ბრიუსელის გარეუბანში 30 ივნისს. ისინი აპირებდნენ თავდასხმას პარიზის მახლობლად მიმდინარე კონფერენციის დროს, რომელიც ორგანიზებული იყო გაერთიანება მოჯაჰედინ-ე ხალყის (MKO) მიერ. პოლიციის თქმით, ირანული წარმოშობის ცოლ-ქნარი ამირ ს. და ნასიმე ნ. დააკავეს მანქანაში, რომელშიც აღმოჩნდა დაახლოებით კილონახევარი ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG