გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ჰორსტ ზეჰოფერმა, რომელიც ადრე აცხადებდა, რომ გადადგება ამ პოსტიდან, ისევე როგორც ბავარიის პარტია „ქრისტიანულ-სოციალური კავშირის“ თავმჯდომარეობიდან, იმიგრაციის საკითხზე კანცლერ ანგელა მერკელთან შეთანხმებას მიაღწია.ზეეჰოფერმა 2 ივლისის მოგვიანებით გამოაცხადა, რომ არ გადადგება. მანამდე მას შეხვედრა ჰქონდა კანცლერთან. მერკელმა დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეთანხმდა.ზეეჰოფერის „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“ არის მერკელის ქრისტიან-დემოკრატების მსგავსი, ოღონდ უფრო კონსერვატიული პარტია ბავარიაში. ის მერკელისაგან მოითხოვდა თანხმობას გეგმაზე, რომ გერმანიის საზღვრიდან უკან გააბრუნონ თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ევროკავშირის რომელიმე სხვა ქვეყანაში. მერკელი კი მიზანშეწონილად მიიჩნევდა ამ საკითხზე ევროკავშირის მასშტაბის შეთანხმების მიღწევას. ამ დროისთვის არ არის ცნობილი მინისტრის და კანცლერის შეთანხმების დეტალები. ზეეჰოფერის გადადგომის შემთხვევაში, „ქრისტიანულ-სოციალური პარტია“ ან სხვა ლიდერს აირჩევდა, ან გავიდოდა კოალიციიდან, რაც ბოლოს მოუღებდა ორი პარტიის მრავალწლიან ალიანსს.
მერკელი და შინაგან საქმეთა მინისტრი შეთანხმდნენ ემიგრაციის საკითხებზე, ზეეჰოფერი არ გადადგება
ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი