Accessibility links

ხმელთაშუა ზღვაში წელს 1000-ზე მეტი მიგრანტი დაიხრჩო


ხმელთაშუა ზღვაში წელს 1000-ზე მეტი ადამიანი დაიხრჩო ლიბიიდან ევროპაში ჩასვლის მცდელობისას. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, მსხვერპლმა მკვეთრად იმატა ბოლო რამდენიმე დღეში, რადგან იმატა მიგრანტების რიცხვმა ევროკავშირში იმიგრაციასთან დაკავშირებული წესების სავარაუდო გამკაცრების მოლოდინში. ბოლო დღეებში 204 ადამიანი დაიღუპა. მიგრანტების ნაკადი შემცირებულია 2015 წლის კულმინაციის შემდეგ, როცა ასი ათასობით ადამიანი ცდილობდა ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ჩაღწევას. მეორე ძირითადი მარშრუტი, თურქეთიდან საბერძნეთში, რომელიც 2015 წელს მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა, ორი წლის წინ ძირითადად დაიხურა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG