Accessibility links

სომხეთში დააკავეს გავლენიანი პოლიტიკოსის დაცვის სამსახურის უფროსი


პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი, გაგიკ ცარუკიანი

ერევანში დააკავეს ოლიგარქისა და პოლიტიკოსის, გაგიკ ცარუკიანის უშიშროების სამსახურის უფროსი, ედუარდ ბაბაიანი. სომხეთის საგამოძიებო სამსახურის თავმჯდომარის მოადგილემ, სონა ტრუზიანმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბაბაიანი ეჭვმიტანილია ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში. ცარუკიანი სათავეში უდგას პარტია „აყვავებულ სომხეთს“ და ცარუკიანის საპარლამენტო ბლოკს. რამდენიმე დღის წინ, 28 ივნისს, ერევანში დააკავეს სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის დაცვის სამსახურის უფროსი, ვაჩაგან ღაზარიანი „უკანონო გამდიდრების“ ბრალდებით. იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სარქისიანის ძმის, ლევონ სარქისიანისა და მისი ორი შვილის მიმართ, კორუფციაში ეჭვმიტანის საფუძველზე. მანამდე სამართალდამცველებმა მიაგნეს თითქმის შვიდ მილიონ დოლარს მათ საბანკო ანგარიშებზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG