Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი მოითხოვს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერებას


მთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ახალი მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს რამდენიმე თვეში, მას შემდეგ, რაც ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილება და პროკურატურა გახდება მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანო. კოალიციის განცხადებით, დღეს მოქმედი წესით, მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში დიდია იუსტიციის მინისტრის როლი, რაც ამცირებს ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური და დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შანსს. კოალიციის შეფასებით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ დღემდე დასახელებული მთავარი პროკურორობის არცერთი კანდიდატი, არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და გიორგი ბადაშვილი, არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეჩერდეს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი, ძირეულად შეიცვალოს შერჩევის წესი და პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი. კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ 40-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

XS
SM
MD
LG