Accessibility links

ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ნატოელი მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების სიმცირის გამო


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ნატოელ მოკავშირეს, მათ შორის კანადასა და გერმანიას, გაუგზავნა წერილები, რომლებშიც მათ აკრიტიკებს თავდაცვის ხარჯების სიმცირის გამო. ამის შესახებ იუწყება გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“. 2 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში, გაზეთი აღნიშნავს ივნისში გაგზავნილი წერილების „მკაცრ ტონს“. მათში გამოხატულია აშშ-ის მზარდი იმედგაცრუება იმით, რომ ნატოელი მოკავშირეები არ ასრულებენ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნაკისრ ვალდებულებებს. ტრამპს უკვე არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ნატოს წევრები, რომლებიც თავიანთი მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტის 2%-ზე ნაკლებს ხარჯავენ თავდაცვაზე. მოკავშირეებს შორის დაძაბულობის ფონზე ახლოვდება ნატოს სამიტი, რომელსაც 11-12 ივლისს ბრიუსელი უმასპინძლებს. ხოლო სამიტის შემდეგ, 16 ივლისს ჰელსინკიში გაიმართება ტრამპის შეხვედრა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG