Accessibility links

პარლამენტის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მომავალი მთავრობის სტრუქტურის საკანონმდებლო პაკეტს


მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში, 19 ივნისი

საქართველოს პარლამენტის შვიდმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომებზე განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც 116 კანონის შესწორებას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას 4 ივლისს შეუდგება, რიგგარეშე სესიაზე.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თანახმად, სამთავრობო სტრუქტურაში იქნება 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

კულტურის და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლების და მეცნიერების სამინისტროს. ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. იუსტიციის სამინისტროს შეუერთდება სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროც. დევნილთა განსახლების ფუნქცია გადაეცემა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მიგრაციის კომპონენტი შსს-ს, რეპატრიაციის საკითხები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს. შედეგად ჩამოყალიბდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 26 ივნისს განაცხადა, რომ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად შემცირდება სამთავრობო ხარჯები და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG