Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომისია შსს-ის წარმომადგენელს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს


საპარლამენტო კომისიის სხდომა
საპარლამენტო კომისიის სხდომა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ოფიციალური ახსნა-განმარტებების მოსმენით გაგრძელდა.

კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენენ.

სხდომაზე არ გამოცხადდა შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა, რაც კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ კომისიისადმი უპატივცემულობად და კანონის დარღვევად შეაფასა.

„ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით მასთან დაკავშირებას, თუმცა სატელეფონო ზარებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. ჩვენ მისგან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია თუ რატომ არ არის დღეს აქ. ეს არის უპატივცემულობა და კანონის დარღვევა. ჩვენ ვიმსჯელებთ თუ რას ნიშნავს ეს. ეს არ არის “ნინიას ბაღი”, როცა უნდა არ მოვიდეს, ან საშიანაო დავალება არ მოიტანოს. ბატონ იოსებს მოუწევს აქ მოსვლა, როცა ის უკეთ იქნება, თუ ის მართლაც ცუდად არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, შალვა ბედოიძის განმარტებით, იოსებ სიგუა სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრება.

ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია მე-8 სხდომას მართავს.

XS
SM
MD
LG