Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იან კელი: როგორ მოდუნდა ასე აშშ-ის საგარეო პოლიტიკა?


იან კელი. 15 მარტი, 2018 წ.
იან კელი. 15 მარტი, 2018 წ.

როგორ მოდუნდა ასე აშშ-ის საგარეო პოლიტიკა? ამ კითხვას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სვამს. იან კელის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის 20% დაიპყრო, ობამამ სხვა მიმართულებით გაიხედა და „გადატვირთვისკენ“ მოუწოდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ტრამპმა მხრები აიჩეჩა და განაცხადა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, რადგან იქ რუსულად ლაპარაკობენ. ხოლო როდესაც რუსეთმა 2016 წელს პოლიტიკურ პარტიებზე მიიტანა ინტერნეტ-იერიში, ობამა დუმდა, ტრამპი კი რუს ჰაკერებს მოუწოდებდა გაეგრძელებინათ შეტევა; ამერიკა პრინციპებზეა დაფუძნებული; ამერიკა რომ შევინარჩუნოთ, ჩვენ ვეყრდნობით ჩვენი ლიდერების მიერ ამ პრინციპების პირუთვნელ დაცვას. როგორ გახდა "ბატონო გორბაჩოვო, დაანგრიე ეს კედელი", "ბატონო პუტინო, ვნახოთ რას გადავწყვეტთ ყირიმზე?"

16 ივლისს პრეზიდენტები დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ფინეთის დედაქალაქში პირისპირ შეხვდებიან ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG