Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში რვა გადამდგარ ოფიცერს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯა მუსიკოს ვიქტორ ხარას მკვლელობისთვის


გადატრიალება ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბერი.
გადატრიალება ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბერი.

ჩილეში 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს რვა გადამდგარ ოფიცერს, რომლებიც კავშირში იყვნენ მუსიკოს ვიქტორ ხარას მკვლელობასთან.

ხარა მემარცხენე პრეზიდენტის, სალვადორ ალიენდეს მომხრე იყო. ალიენდე 1973 წლის 11 სექტემბერს ჩამოაგდეს გადატრიალების შედეგად, რომელსაც გენერალი აუგუსტო პინოჩეტი ედგა სათავეში. ალიენდეს ათასობით მომხრესთან ერთად ხარა სანტიაგოს საფეხბურთო სტადიონზე ჰყავდათ დამწყვდეული. იგი რამდენიმე დღე აწამეს და შემდეგ მოკლეს. ხარას სიკვდილმა მთელ მსოფლიოში გამოიწვია აღშფოთება, მთელმა რიგმა მუსიკოსებმა მას სიმღერები მიუძღვნეს. ჩილეში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ მისი სახელი ეწოდა სწორედ ამ სტადიონს სანტიაგოში.

ჩილეში გასამართლებული რვა პირი ხარას მკვლელობაში უშუალო მონაწილეები არიან. კიდევ ერთი, პედრო ბარიენტოსი, აშშ-ში ცხოვრობს. 2016 წელს ფლორიდის სასამართლომ მას მოსთხოვა, ხარას ოჯახისთვის კომპენსაციის სახით გადაეხადა 28 მილიონი დოლარი. საქმე ეხებოდა სამოქალაქო პროცესს. ჯერ არ მიღებულა გადაწყვეტილება ჩილესთვის ბარიენტოსის გადაცემის თაობაზე, იქ სისხლის სამართლის პროცესის ჩატარების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG