Accessibility links

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს


თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. რომლმაც, წაყენებული ბრალდების მიხედვით, 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი.

ინტერნეტგამოცემა დრონი.ჯის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებამ სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო კადრები, რომლებზეც კარგად ჩანს 40 წლამდე ჭაღარა მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ, მხუთავი აირით სავსე აღჭურვილობას აგდებს ოთახში. „ის ასევე სალაროსაც ესხმის თავს, ამის შემდეგ კი, ინტოქსიკაციით რამდენიმე ადამიანი გადაჰყავთ სტაციონარში“, - წერს ინტერენეტგამოცემა დრონი.ჯი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG