შინაგან საქმეთა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო იუსტიციის სახლთან დაკავებული არასრულწლოვნის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას პოლიციელთა მხრიდან შესაძლო გადაცდომის ფაქტის შესწავლა. იუსტიციის სახლთან გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანს გამოძიება 80-მდე სხვადასხვა ქურდობაში მონაწილეობას ედავება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, სს "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის თანამშრომლებმა 2004 წელს დაბადებული მ.ბ. პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულ ქურდობასთან დაკავშირებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებმა აჩვენა, რომ ქურდობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი სწორედ 14 წლის ასაკს მიღწეული მ.ბ. იყო.
ყველაზე პოპულარული
1