მესტიის საკრებულოში ჭუბერის დეპუტატმა ზაზა ვიბლიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა სოფელ ჭუბერის ნაწილი.
„წაღებულია ხიდები, რამდენიმე სახლი. დატბორილია ეზოები და სახნავ-სათესი მიწები. მოსახლეობა პანიკაშია. არაფერი ვიცით ჯერ არიან თუ არა დაშავებულები“ - განაცხადა ზაზა ვიბლიანმა. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მთის მასა მოწყდა და მდინარე ნენსკრაში ჩავარდა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია.