Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების სამსახური: ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის.ინფორმაციას ავრცელებს ინტერპრესნიუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ბევრი მაშველი მუშაობს და ისინი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ: “უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთისნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებოსიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველაშესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულიამუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG