Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ვიბლიანი: დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჭუბერში ათობით სახლია დატბორილი


სოფელ ჭუბერში მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ შედარებით დაიწია და პანიკის საფუძველი აღარ არის. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სოფელ ჭუბერში დატბორილია ათობით სახლი: „მიუხედავად იმისა, რომ სოფელში წყლის დონემ დაიწია, მდინარე კვლავ ადიდებულია, რიგ ადგილებში კალაპოტიდანაა გადმოსული და დასახლებული ნაწილისკენ მიედინება. სოფლის ორი ნაწილი ერთმანეთისგან მოწყვეტილია. გზის სავალ ნაწილზე კვლავ წყალი მოედინება და გვიჭირს ინფორმაციის გადამოწმება იმის შესახებ, თუ რამდენი სახლია ამ დროისათვის დატბორილი“.

მდინარე ნენსკრის ადიდების შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა. მდინარემ სოფელი ჭუბერი დატბორა, სადაც 300-მდე კომლი ცხოვრობს. ადგილობრივთა ცნობით, დატბორილია სახლები, წაღებულია გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები.

XS
SM
MD
LG