Accessibility links

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი: ჭუბერში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია


მდინარე ნენსკრა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ჭუბერში სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მან რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სტიქიის ზონაში იმყოფებიან მაშველები და დაწყებულია იმის დადგენა, თუ რა ზიანი მიაყენა ჭუბერის ხეობას ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ.

„საბედნიეროდ ადამიანის მსხვერპლი არ გვაქვს და პირველ რიგში, ეს არის ჩემთვის მთავარი. სხვა დანარჩენი, ახლა რომ სტიქია მოხდა და ხიდები წაიღო ეს ფაქტია.ადგილზე მიგვყავს ოპერატორებიც და ავიღებთ ყველა მონაცემს. ყველასთვის ნათელი გახდება ყველაფერი, თუ რა მდგომარეობაა სოფელში. მაშველები ადგილზე არიან ჩასული, მაგრამ ასე სწრაფად ამხელა ნალექის მოვარდნას მაშველები ვერ უშველიან. გამოსასწორებელი ბევრი იქნება და უნდა გამოსწორდეს. მთავრობა, საქმის კურსშია. აუცილებლად გაკეთდება ყველაფერი. უნდა მივიყვანოთ სოფელი იმ კონდიციამდე, რომ იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა მესტიის მერმა. ჟორჟოლიანის თქმით, სტიქია გამოიწვია სიცხის შემდეგ მოსულმა ძლიერმა წვიმამ, რომლის შედეგადაც ადიდდა მდინარე.

„დიდი რაოდენობით დადნა თოვლი და მყინვარები, უცბად მოხდა ერთ ადგილას ამის დაგუბება, შემდეგ მოხდა მისი მოწყვეტა, წამოვიდა და წამოიღო ყველაფერი“ ამობობს მესტიის მერი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG