Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის უშიშროების მინისტრი რუსეთს მოუწოდებს გაამჟღავნოს "ნოვიჩოკთან" დაკავშირებული დეტალები


ბრიტანეთის უშიშროების მინისტრმა 5 ივლისს რუსეთს მოუწოდა გაამჟღავნოს დეტალები მარტში რუსეთის ორმაგი აგენტის და მისი ქალიშვილის ნერვული გაზით, "ნოვიჩოკით" მოწამვლის შესახებ - მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ბრიტანეთის ორი მოქალაქე მოწამლეს ანალოგიური ნივთიერებით. მამაკაცის და ქალის მდგომარეობა მძიმეა, მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ისინი შეუძლოდ გახდნენ ინგლისის ქალაქ ამესბერიში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ეს ქალაქი 11 კილომეტრითაა დაშორებული ქალაქ სეილსბერის, სადაც მარტში რუსეთის ყოფილი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამლეს. ბრიტანეთი მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს, მაგრამ მოსკოვი უარყოფს ინციდენტთან კავშირს. "რუსეთის სახელმწიფოს შეუძლია გამოასწოროს ვითარება. მათ შეუძლიათ გვითხრან რა მოხდა, რა ჩაიდინეს და მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რომელიც გვაკლია გამოძიების ფარგლებში" - უთხრა უშიშროების მინისტრმა, ბენ უოლასმა ბიბისის 5 ივლისს.

XS
SM
MD
LG