Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი მწვავედ აკრიტიკებს "სახელმწიფოს დაპატრონებას" მოლდავეთის სასამართლოზე


ევროპელმა დეპუტატებმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მოლდავეთში დემოკრატიული სტანდარტების "კიდევ უფრო მეტად გაუარესების" გამო - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა სასამართლოებმა გააუქმეს კიშინიოვის მერის არჩევნების შედეგები. "სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ბევრჯერ შეფასდა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფად და ამ გავლენით წარმართულად, არის სახელმწიფოს დაპატრონების და მოლდავეთში ინსტიტუტების ძალიან ღრმა კრიზისის მაგალითი" - აცხადებს ევროპის პარლამენტი რეზოლუციაში, რომელიც 5 ივლისს მიიღეს, თანაფარდობით 343-35. ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ მოლდავეთის პროდასავლურ მთავრობას, მაგრამ მათაც მწვავედ გააკრიტიკეს სასამართლოს გადაწყვეტილებები გაუქმებულიყო კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკოსის, ანდრეი ნასტასეს არჩევა. 3 ივლისს გამართულ მეორე ტურში ნასტასემ ხმათა 52.5 პროცენტი მოიპოვა და დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი, იონ ცებანი - რომელიც რუსეთთან დაახლოების მომხრეა. მაგრამ მოლდავეთის სასამართლოებმა ზედიზედ სამჯერ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნების დღეს ორივე კანდიდატმა სოციალური მედია გამოიყენა ამომრჩევლის მობილიზაციისთვის და განაცხადეს, რომ ეს კამპანიის უკანონო წარმოების ტოლფასი ქმედება იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG