Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები: ადამიანის უფლებების საკითხში პროგრესის გარეშე არ გაფორმდება ევროკავშირ-აზერბაიჯანის შეთანხმება


ევროპის პარლამენტმა რამდენიმე პირობა დაასახელა საიმისოდ, რომ გაღრმავდეს კავშირები მასსა და აზერბაიჯანს შორის - მათ შორის მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა აზერბაიჯანში. დეპუტატების რეკომენდაცია, რომელიც მიემართება ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის "ყოვლისმომცველი შეთანხმების" თაობაზე მომლაპარაკებლებს, მიღებულ იქნა სტრასბურგში, 4 ივლისს, ხმების თანაფარდობით 564-69, თავი შეიკავა 47-მა დეპუტატმა. ევროკავშირსა და ამ ნავთობითა და გაზით მდიდარ ქვეყანას, აზერბაიჯანს შორის ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკება დაიწყო 2017 წლის თებერვალში. ამ შეთანხმებამ უნდა შეცვალოს 1999 წელს ამოქმედებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება. დეპუტატებმა მიმართეს ევროპის საბჭოს, ევროპის კომისიას და ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის და მათ მოუწოდეს უზრუნველყონ ის, რომ ორმხრივი კავშირების განმტკიცება დამოკიდებული იყოს აზერბაიჯანში "დემოკრატიის დამყარებაზე და დაცვაზე, კანონის უზენაესობაზე, კარგ მმართველობაზე, ადამიანის უფლებებზე და ფუნდამენტურ თავისუფლებებზე" - ვკითხულობთ პრესისთვის განკუთვნილ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG