Accessibility links

მდინარე ნენსკრამ კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი დაანგრია


დღეს მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერში წაიღო კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრების, სოსო ჩხეტიანის სახლი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, 5 ივლისს მდინარემ სამი საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით ჭუბერში გაიხსნა დროებითი, ალტერნატიული გზა, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები და საჭირო ტექნიკა იმოძრავებენ. მერის ინფორმაციით, ელექტროენერიის მიწოდება აღდგენილია ჭუბერის თემის ცენტრამდე, დანარჩენი დასახლებების ენერგომომარაგების აღსადგენად კი აუცილებელია გზის გაწმენდის დასრულება და სოფლის მარჯვენა მხარეს გადასვლა.

უხვი ნალექის შედეგად, 5 ივლისს ჩამოშლილმა მთის მასამ მდინარე ნენსკრის ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა ათობით სახლი, გზები და ხიდები წაიღო, რის გამოც გარე სამყაროს მოწყდა რამდენიმე სოფელი. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მდინარე ნენსკრის კალაპოტში დასაბრუნებლად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა. წინასწარი მონაცემებით, ჭუბერის ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად, მთლიანად განადგურდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG