Accessibility links

დიმიტრი გაბუნია: ფეისბუქზე წერის ნაცვლად, 10 დღის ვადაში ჩაგვაბარონ წერილობითი შესაგებელი


არაეთიკურს უწოდებს სამოქალაქო აქტივისტის ზვიად დევდარიანის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია რამდენიმე ქალის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რა ფორმით ითხოვს დევდარიანი მათგან ბოდიშის მოხდას სასამართლოში.

„ასეთი ფეისბუქ აქტივობა არა ეთიკურია, არანაირ ნორმაში არ ჯდება ეს ქილიკი და სქრინების დადება სარჩელის ელექტრონული ვერსიიდან - „ნახეთ რას გვიჩივისო და ა.შ.კეთილი ინებონ და ფეისბუქზე წერის ნაცვლად, კანონით დადგენილი წესით, 10 დღის ვადაში ჩაგვაბარონ წერილობითი შესაგებელი. დააფიქსირონ პოზიცია, რატომ არის ჩვენი პოზიცია მცდარი. ამის თაობაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“,- განუცხადა დიმიტრი გაბუნიამ რადიო თავისუფლებას.

ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას თქმით, ისინი ორშაბათს სახალხო დამცველთან გეგმავენ დამატებითი მასალების შეტანას. სახალხო დამცველის აპარატი ასევე სწავლობს ამ საკითხს.

ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულმა ,„ სიდას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა მისი და მისი ოჯახის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო, 10 ქალის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით აპრილში მიმართა.

ქალები, რომლებსაც ზვიად დევდარიანი უჩივის #ნელაზვიადი ჰეშთეგით Facebook-ზე ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას მოითხოვს მათგან ზვიად დევდარიანი.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG