Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან


კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მცხოვრები 24 წლის გიორგი ქუჯოშვილი სოფლის განაპირას რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს და არცევის სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ქუჯოშვილს ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებას უყენებენ. არცევიდან მას ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანენ. 6 ივლისს საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ეს საქართველოს მოქალაქის დაკავების უკვე მეორე შემთხვევაა. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მკვიდრი პაატა არაქელოვი, ასევე ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG