Accessibility links

თურქეთში 6 ჟურნალისტს მიესაჯა პატიმრობა გადატრიალებასთან კავშირის გამო


თურქეთის სასამართლომ არშემდგარ გადატრიალებასთან კავშირის გამო ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა გაზეთ „ზემანის“ ექვს ჟურნალისტს, რამაც გამოიწვია შეშფოთება თურქეთში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თავისუფლების გამო. სტამბოლის სასამართლომ 6 ივლისს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პუბლიცისტ მუმტაზერ თურკონეს და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსს, მუსტაფა ონალს. აწ უკვე აკრძალული გამოცემის ჟურნალისტებს იბრაჰიმ კარაიეგინს 9, ხოლო მის კოლეგებს ალი ბულაკს, საჰინ აპაის და აჰმეტ თურან ალკანს 8-8 წლით პატიმრობა შეეფარდათ. ყველა მათგანი 1916 წლის ივლისის არშემდგარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მალევე დააკვეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, თურქეთის კონსტიტუციის ხელყოფისა და სხვა ბრალდებებით. სასამართლომ გაამართლა ხუთი სხვა ჟურნალისტი, რომლებსაც ბრალი ედებოდათ აშშ-ში მცხოვრებ სასულიერო პირ, ფეტულა გიულენთან კავშირში, რომელსაც ანკარა არშემდგარი გადატრიალების მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევს. მთლიანობაში, გაზეთ „ზემანის“ 30 ჟურნალისტის წინააღმდეგ აღიძრა საქმე 2016 წლის სექტემბერში. ისინი უარყოფენ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის წინაღმდეგ მიმართულ შეთქმულებასთან რაიმე კავშირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG